შეავსე ფორმა
Logo
გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაჩნდა ამდენი ხანძარი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება – ნაწილი II (ადამიანების მიერ გამოწვეული ხანძრები)
06 ნოემბერი 2017

ტყის ხანძარი ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას საფრთხეს უქმნის. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, 2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უჩვეულოდ ბევრი ტყის ხანძარი გაჩნდა. საქართველოში ამ თემამ საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია, კამათი მიდიოდა, ხანძრები თავისით გაჩნდა თუ ადამიანების მიერ იყო გამოწვეული. წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ იწვევს ბუნებრივი მიზეზები ტყის ხანძრებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტყის ხანძრების გაჩენაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს კლიმატის ცვლილებამ, რადგან მშრალი ამინდი და უფრო ხანგრძლივი ცხელი სეზონები ტყის ბუნებრივი ხანძრებისთვის სახარბიელო პირობებს ქმნის.

გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაიზარდა მკვეთრად ტყის ხანძრების რიცხვი და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან – ნაწილი I
05 ოქტომბერი 2017

2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს.

სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
05 ივნისი 2017

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების საადაპტაციო ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზზე.

შეავსე ფორმა